საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ალიბუხარი


საზოგადოსახელი:ქლიავი სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.  ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'Alibukhari'ალიბუხარი წარმოშობა:ადგილობრივი  ჯიშია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ზომიერი ზრდის. ხის ფორმა:მომრგვალო ვარჯით. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:კანი მკვრივი, ყვითელი, თეთრი კანქვეშა წინწკლებით.დაფარულია სქელი ცვილისებრი ფიფქით. კანი სრულ სიმწიფეში სცილდება რბილობს. ნაყოფის ფორმა: მოგრძო, კვერცხისებური. ნაყოფს სიგრძეზე გასდევს ზედაპირული ღარი. ნაყოფის ზომა:საკმაოდ მსხვილი (38 – 40გრ). ყუნწი საშუალო სიგრძის, გრძელი. რბილობი:  ყვითელი, მკვრივი, მცირედ ძარღვიანი. კურკა - მცირე ზომის, მოგრძო, ბრტყელი, თავისუფალი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:მწიფდება სექტემბრის პირველ დეკადაში. დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო. საგემოვნო თვისებები: კარგი გემოსი. მომჟავო-ტკბილი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია ცალკეული ხეების სახით აღმოსავლეთ საქართველოში. დამატებითი  ინფორმაცია: მსხმოიარობა უხვი, ყოველწლიური. გამოიყენება ჩირის, ხილფაფის, მურაბისა და ტყლაპის დასამზადებლად. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.45.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი