საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბაკურიანის ალუჩა


საზოგადოსახელი:  ალუჩა სახეობის სახელწოდება:Prunus vachuschtii Bregadze ჯიშის სახელწოდება: Prunus vachuschtii 'BakurianisAlucha' -  ბაკურიანის ალუჩა წარმოშობა: ადგილობრივი ფორმაა. მეჩიბუხეს ალუჩის თესლნერგია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის. ხის ფორმა: ცოცხისებური, ან მომრგვალო ფორმის ვარჯი. ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ყვავილობს მაისში. ნაყოფის ფერი: კანი კრიალა, საშუალო სისქის. მწიფე ნაყოფი  შინდისფერი, თხელი მოიისფრო ცვილით. ნაყოფის ფორმა: კვერცხისებური. ღარი ფართოდ გადაშლილი. ნაყოფის ზომა: მსხვილი.  20 – 23გრ. რბილობი:  მკვრივი, საშუალოდ წვნიანი, მოვარდისფრო. კურკა არ სცილდება რბილობს. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევარში. დაავადებების მიმართ გამძლეობა:  მაღალი. საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟავო გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება მაღალმთიან ზონაში: ბაკურიანში. დამატებითი  ინფორმაცია:  ალუჩის ეს ფორმა შერჩეულ იქნა ნ. ბრეგაძის მიერ ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღში მეჩიბუხის ალუჩის თესლნერგებში. მაღალი ყინვაგამძლე და დადებითი სამეურნეო ნიშან-თვისებების მქონე სასუფრე ხილია. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.50. საქართველოს ხილი. ტ.1.ნ. ბრეგვაძე  გვ.342,თბ., 1975.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი