ალუჩა
საზოგადოსახელი: ალუჩა
სახეობის სახელწოდება:Prunus vachuschtii Bregadze
წარმოშობა:ალუჩას – P. Vachuschtii - ვახუშტი ეწოდა დიდი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის პატივსაცემად, რომელმაც ეს კრებადი ჯგუფი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 40-იან წლებში დაყო: გარეულ ტყემლებად, კულტურულ ტყემლებად და ალუჩად. აერთიანებს სხვადასხვა კლონებს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა (10–12 მ).
ხის ფორმა: გადაშლილი ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო ან საშუალო–საადრეო
ნაყოფის ფერი: კანი ნაზი, თხელი,ყვითელი–მომწვანო ფერის, თხელი ნაფიფქით.
ნაყოფის ფორმა: კვერცხისებური ან მრგვალი, გამოკვეთილი ღარით
ნაყოფის ზომა: მსხვილი. ნაყოფის საშუალო მასა26გრამი.
რბილობი: საკმაოდ წვნიანი, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კურკა არ სცილდება რბილობს.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: მწიფდება ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო
საგემოვნო თვისებები: მაღალი საგემოვნო თვისებების.
დღევანდელი მდგომარეობა: ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფართოდ გვხვდება.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.49;
ვ. კვალიაშვილი და სხვები (2001), საქართველოს ხილი, გამომცემლობა "GTS", თბილისი, გვ.44;
საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1938. გვ.104.