საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წითელ გვერდა


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Tsitel Gverda' - წითელ გვერდა წარმოშობა:   ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებულია ქართლში.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:  ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა: ივითარებს მაღალი შენების , ხშირი დატოტვის ვარჯს. ყვავილობის პერიოდი:ადრეული. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მწვანეა,, სიმწიფეში ყვითლდება, მზის მხარეს გვერდი შეფერილია სისხლისებრ-წითლად. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, ყუნწი სწორი და გრძელია. ნაყოფის ზომა:წვრილი. რბილობი:  თეთრი, წვნიანი, ახასიათებს გამერქნებული უჯრედები. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, კარგად ინახება ოქტომბრის ბოლომდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალოდ გამძლე. საგემოვნო თვისებები: ტკბილი. დღევანდელი მდგომარეობა: ფრაგმენტულად  გვხვდება  შიდა  ქართლში.  დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მეწლეობით. გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.357. საქართველოს ხილი, ტომი 1,  გამომცემლობა "ტექნიკა და შრომა", თბილისი 1938,  გვ.56. ნ.ბრეგაძე (1966). სამეგრელოს ხეხილმცენარეები, გამომცემლობა "მეცნიერება", გვ.55.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი