საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შავი სასელო


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Shavi   Saselo' - შავი სასელო წარმოშობა:  ადგილობრივი ჯიშია. ქართული მსხლების კლასიფიკაციის მიხედვით კალოს მსხლების ტიპს მიეკუთვნება
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო  ზრდის. ხის ფორმა: მომრგვალო, თხელი. ყვავილობის პერიოდი: ადრეული. ნაყოფის ფერი:მომწვანო,დაფარულია ხშირი ჟანგაროს წერტილებით, სიმწიფეში ყვითლდება. ნაყოფის ფორმა: მობრტყომომრგვალო. ნაყოფის ზომა: საშუალო, საშუალო წონა 100 გრამი. რბილობი: თეთრი ფერის, გადამწიფებისას შავდება,  საკმაოდ წვნიანი, ტკბილი, მცირე მჟავიანობის, თესლბუდის ირგვლივ  სუსტად ემჩნევაგრანულაციები. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე უდგება ერთდროულად – აგვისტოს მეორე ნახევარში. ნაყოფი, ჩვეულებრივი საწყობის პირობებში ინახება 15–20 დღეს. დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა. საგემოვნო თვისებები: დაბალი გემური თვისებების.
დღევანდელი მდგომარეობა:   გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, უმთავრესად საკარმიდამო ნაკვეთებზე. დამატებითი  ინფორმაცია: უხვმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მეწლეობით. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.453.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი