საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

პანტა მსხლები


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'PantaMskhali' - პანტა მსხლები წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ჯიშებია,   პანტა მსხლების სახელწოდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცნობილია მრავალი ფორმა, რომელთაგან პანტა მსხლების ფორმათა ტიპი გამოყო და პირველად აღწერა პროფ. ნ. ხომიზურაშვილმა.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ან საშუალო  ზრდის. ხის ფორმა:გვხვდება ვარჯის სხვადასხვაფორმა; პირამიდული, მომრგვალო, განიერ-ცილინდრული. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:შეფერვა გარდამავალია, მწვანე ფერიდან, ღია მუქ ყვითელ ფერამდე,ზოგჯერ მორუხო-მოყვითალო. ნაყოფის ფორმა:  მსხლისებრი ან მომრგვალო, ყუნწთან ოდნავ წაგრძელებული და შენაოჭებული. ყუნწის სიგრძე და ფორმა მერყევია. ნაყოფის ზომა:წვრილია. რბილობი:განსხვავებულია,გვხვდება მთლიანად მდნარი, სრულ სიმწიფისას წვნიანი, მეტ შემთხვევაში ცომდება. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:მოსაკრეფი სიმწიფე უდგებათ აგვისტოდან სექტემბრამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა: შედარებით ტოლერანტულია მავნებელ- დაავადებებისადმი. საგემოვნო თვისებები: მოტკბო-თაფლისებური, ახასიათებს პანტის გემო და არომატი.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხდება  საქართველოს ყველა კუთხეში. დამატებითი  ინფორმაცია:   გვხვდება ზამთრის გვიანი სიმწიფის, შემოდგომისა და  ზამთრის პანტა მსხლები, როგორიცაა ბყო, გვერდწითელა და სხვ. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.423. საქართველოს ხილი(1938), ტომი 1, გვ 62. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. ნ.ბრეგაძე (1966), საეგრელოს ხეხილმცენარეები, გამომცემლობა "მეცნიერება", გვ.45.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი