საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ნანაზირი


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება: Pyrus communis  L. ჯიშის სახელწოდება: Pyrus communis 'Nanaziri' - ნანაზირი წარმოშობა:მესხური წარმოშობის ჯიშია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:ვარჯი განიერია, არახშირი დატოტვით. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:ნაყოფის კანი მკვრივია, მოყვითალო, მზის მხარეს ბაც ვარდისფრადაა შეფერილი, კარგად ემჩნევა მოყვითალო კანქვეშა  წერტილები. ნაყოფის ფორმა: ბოთლისებრი, ოდნავ ბორცვიანი ზედაპირით. ნაყოფის ზომა: საშუალო ზომისაა(8.3 X6.4 სმ). რბილობი:მოთეთრო-მოყვითალოა, მკვრივი, მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის პირველ ნახევარში, ინახება 2-3 კვირას. დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დავადებათა მიმართ საკმაოდ გამძლეა. საგემოვნო თვისებები:მაღალიგემური თვისებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: მესხეთში ფართოდ  გავრცელებული ჯიშია,მცირე რაოდენობით   გვხვდება ქართლის რაიონებშიც.   დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია, გამოირჩევა გემური თვისებებით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.417. საქართველოს ხილი(1938) ტომი 1, გვ 51. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი