საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაცისთავა


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Katsistava' - კაცისთავა წარმოშობა:დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია მისი მრავალი ადგილობრივი  კლონური ფორმა, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც პომოლოგიური ნიშნებით, ისე სამეურნეო-ტექნიკური მაჩვენებლებით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ხასიათდება ძიერი ზრდით. ხის ფორმა: ივითარებს განიერ-პირამიდული ფორმის ვარჯს. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:მწვანე, კანი - სქელი, უხეში, მშრალი, ხაოიანი,მრავალი ჟანგარა წერტილითა და ლაქით. ნაყოფის ფორმა:  მომრგვალო, ფუძე ჩაზნექილი, ყუნწი სშუალო სიგრძის,(4.8 სმ),ყუნწის ღრუ არაღრმაა, ვიწრო. ნაყოფის ზომა:მსხვილი ან საშუალო ზომის(8.9 x 8.9). რბილობი:  თეთრი ფერის, მსხვილმარცვლოვანი, მკვრივი, წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის ბოლოს, დაუკრეფავი ნაყოფი ხეზეძლებს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ხოლო დაკრეფილი - ზამთრამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა: შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, სუსტი არომატით, გემრიელი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხდება ერთელი ხეების სახით დასავლეთ საქართველოს რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია:  რბილობი  სრულ სიმწიფეში თესლბუდის ირგვლივ ყავისფერდება და კარგავს ტექნოლოგიურ ღირსებას. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.396.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი