საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გულაბი


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Gulabi' - გულაბი წარმოშობა:  მსხლის ადგილობრივი წარმოშობის კლონების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია გულაბის სახელწოდებით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:პირამიდული ან მომრგვალო ვარჯით. ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალო-ლიმონისფერი, კანქვეშა მწვანე წერტილები კარგად ემჩნევა. ნაყოფის ფორმა:ტიპიური მსხლის ფორმის. ნაყოფის ზომა: საშუალო. რბილობი:თეთრი, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის, მდნარი, წვნიანი, სიმჟავე არ ახასიათებს, იშვიათად აქვს გამერქნებული უჯრედები. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება აგვისტოს პირველ ნახევარში. ნაყოფი მოიხმარება, როგორც ზაფხულის ხილი. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ნაყოფიც და ფოთოლიც ავადდება ქეცით. საგემოვნო თვისებები: საუკეთესო.
დღევანდელი მდგომარეობა:ფრაგმენტულად  გავრცელებულია საქართველოს მეხილეობის რაიონებში. არჩევენ კახურ, ქართლურ,ახალციხურ, ლეკურ, თბილისურ და სხვა სახის გულაბებს. დამატებითი  ინფორმაცია:  უხვმოსავლიანია, გამოირჩევა მიმზიდველი გარეგნობით, ვერ იტანს ტრანსპორტირებასდა ნაკლებად გამოსადეგია გადასამუშავებლად. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.369.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი