საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კახეთის 1


საზოგადოსახელიმარწყვი სახეობის სახელწოდება:Fragaria × ananassa (Duchesne ex Weston) Duchesne ex Rozier  ჯიშის სახელწოდება:Fragaria × ananassa' Kakhetis 1' - კახეთის 1 წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია,  გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაკურციხე.
მოკლე აღწერა: ბუჩქის ზრდის სიძლიერე: საშუალო   ზრდის. ბუჩქის  ფორმა: ფართოდ გადაშლილი ფორმის, უხვად შეფოთლილი. ყვავილობის პერიოდი: საშუალო პერიოდის. ყვავილი:  თეთრი, მსხვილი. ფოთოლი: მუქი მწვანე, კიდედაკბილული. ნაყოფის ფერი:მუქი წითელი. ნაყოფის ფორმა: ოვალური. ნაყოფის ზომა: საშუალო - დიდი, საშუალო მასა -15 - 18  გრამი. რბილობი:ღია ვარდისფერი, მკვრივი, არომატული. დაავადებების მიმართ გამძლეობა: ფოთლის თეთრი სილაქავის მიმართ. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მაისის მეორე ნახევარი - ივნისის პირველი ნახევარი. საგემოვნო თვისებები:  მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ  გავრცელებულია კახეთში, გურჯაანის  და თელავის მუნიციპალიტეტებში. დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება  ტრანსპორტაბელურობით. წყაროები:   ლ. გოგინავა,  მარწყვის გაშენება და მოვლა, 2010, თბილისი, გვ 36. ლ.გოგინავა, დისერტაცია, მარწყვის კულტურის სამეურნეო-ბიოლოგიური შესწავლა და მისი გადამუშავების პროდუქტების წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ქუთაისი, 2006 წელი.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი