საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სანავარდო


საზოგადო სახელი: კომში სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill. ჯიშის სახელწოდება:Cydonia oblonga  'Sanavardo' - სანავარდო წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის  ჯიშია, გამოვლინდა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:სუსტი ზრდის. ხის ფორმა: მომრგვალო, სუსტად დატოტვილი. ყვავილობის პერიოდი: საგვიანო. ნაყოფის ფერი:მოყვითალო-ღია მომწვანო, მზის მხარეზე მურა-მოწითალო-მოყავისფრო. ნაყოფის ფორმა:განიერმსხლისებრი, დაბორცვილი, უფრო მეტად ჯამის მხარეს. ნაყოფის ზომა: მსხვილი,  480–720 გრამი. რბილობი:  მკვრივი,  საშუალოდ წვნიანი, ძლიერ მცირე რაოდენობის გამერქნებული უჯრედები განლაგებულია გულის ახლოს. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის ბოლოს,  ინახება შუა ზაფხულამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ–დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა, განსაკუთრებით მონილიოზის მიმართ. საგემოვნო თვისებები: მომჟავო, საშუალო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ცალკეული ხეების სახით გავრცელებულია შიდა კახეთში,  ყვარელში.  ასევე გვხვდება  შიდა და ქვემო ქართლშიც. დამატებითი  ინფორმაცია: კარგისაკონსერვო ნედლეულია. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  571გვ.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი