საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მეჯვრისხევის მჟავე


საზოგადოსახელი: კომშ სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill. ჯიშის სახელწოდება: Cydonia oblonga 'MejvriskhevisMzhave'- მეჯვრისხევის მჟავე წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის  ჯიშია, გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის. ხის ფორმა: მომრგვალო, ძლიერ დატოტვილი. ყვავილობის პერიოდი: საგვიანო ნაყოფის ფერი: ყვითელი, ალაგ-ალაგ ღია მომწვანო ელფერით. ნაყოფის ფორმა:მობრტყო–მომრგვალო, უდიდესი დიამეტრი ნაყოფის შუა ნაწილშია, მცირედ დაბორცვილი. ნაყოფის მთელსიგრძეზე აშკარად გამოსახულია სეგმენტიანობა ნაყოფის ზომა:საშუალო ან პატარა, 250–300 გრამი. რბილობი: ღია  მოყვითალო, მკვრივი,  საშუალოდ წვნიანი,  პირს ოდნავშაბავს, ახასიათებს გახევებული მარცვლები. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის ბოლოს და ინახება შუა ზაფხულამდე ან უფრო გვიანობამდეც. დაავადებების მიმართ გამძლეობა: მავნებლებ–დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა. საგემოვნო თვისებები: მომჟავო, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ერთეული ხეების სახით გვხვდება ქარელის, გორისა და კასპის რაიონების სოფლებში. დამატებითი  ინფორმაცია: უხვმოსავლიანი,კარგი საკონსერვო ნედლეულია. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  550გვ.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი